📌2025 წლის 4 დეკემბერს პროექტის ფარგლებში ბიზნეს საქართველომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განახორციელა სახანძრო უსაფრთხოების პრაქტიკული ტრენინგი, რომელიც ჩატარდა ბაზალეთში მდებარე ბიზნეს საქართველოს პრაქტიკულ მოედანზე. ტრენინგს გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის მაღალკვალიფიციური ექსპერტი უძღვებოდა.
📌პრაქტიკული კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს და მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ცეცხლმაქრების სწორი გამოყენების შესახებ.
ტრენინგმა მოიცვა:
🧯ცეცხლმაქრების კატეგორიზაცია და მათი დანიშნულება
🧯თითოეული ტიპის ცეცხლმაქრის გამოყენების პრაქტიკული ტექნიკა
🧯სხვადასხვა კატეგორიის ხანძრებთან გამკლავების მეთოდები
🧯უსაფრთხოების წესები და ზომები საგანგებო სიტუაციებში
📌ბაზალეთის პრაქტიკულ მოედანზე ჩატარებულმა ტრენინგმა მონაწილეებს საშუალება მისცა გამოცდილება მიეღოთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარების ნაწილში. ტრენინგი აგებული იყო თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და უსაფრთხოების სტანდარტების ღრმა ათვისებას.

