13–15 აგვისტოს, ბიზნეს საქართველოს ბაზალეთის სატრენინგო პრაქტიკულ ცენტრში, პროექტის ფარგლებში, გერმანული მხარდაჭერით ჩატარდა სამდღიანი შრომის უსაფრთხოების პრაქტიკული ტრენინგი.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს შემდეგი მიმართულებები:
პორტატული სამუშაო აღჭურვილობის ტესტირებისთვის კვალიფიცირებული პირის მომზადება
მაღალ ძაბვაზე ელექტრული სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება
სამრეწველო სატვირთო მანქანების უსაფრთხო მართვა
სამრეწველო სატვირთო ტექნიკის ტესტირება
უსაფრთხოების ევროპული EN სტანდარტების გაცნობა და გამოყენება
ტრენინგი განხორციელდა Bauverbände NRW e.V.-სა და ბიზნეს საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში. მონაწილეებს ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლება.
სამდღიანი ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
უსაფრთხო სამუშაო გარემო იწყება ცოდნით, სწორი პრაქტიკითა და პასუხისმგებლობით.