ვინც სხვებზე ზრუნავს, თავადაც დაცული უნდა იყოს
სამედიცინო პერსონალი ყოველდღე მუშაობს გარემოში, სადაც რისკი საქმის ნაწილია. ამიტომ ააიპ „ბიზნეს საქართველო“ სამედიცინო სექტორში შრომის უსაფრთხოების სამ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოყოფს:
01 | ბიოლოგიური საფრთხეების პრევენციისა და კონტროლის გაძლიერება
პერსონალის დაცვა სისხლთან, ბიოლოგიურ სითხეებთან, ინფექციურ მასალებთან და ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ პათოგენებთან კონტაქტისას; სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო მართვა და ინფექციის კონტროლი.
02 | ქიმიური და ფიზიკური საფრთხეებისგან დაცვა
უსაფრთხოების მოთხოვნების გაუმჯობესება სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებებთან, ლაბორატორიულ რეაგენტებთან, ციტოტოქსიკურ პრეპარატებთან და სამედიცინო გამოსხივების წყაროებთან მუშაობისას.
03 | ერგონომიული და ფსიქოსოციალური უსაფრთხოება
კუნთოვან-ჩონჩხოვანი დაზიანებების პრევენცია პაციენტის გადაადგილებისა და მოვლისას; ხანგრძლივი ცვლებითა და ღამის მორიგეობით გამოწვეული რისკების მართვა; სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენცია.
უსაფრთხო სამუშაო გარემო მხოლოდ კანონის მოთხოვნა არ არის. მასზეა დამოკიდებული მომსახურების ხარისხი, პერსონალის შენარჩუნება და პაციენტის უსაფრთხოება.
დეტალებისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით.
597 18 18 21
[email protected]




