მშენებლობა შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის სფეროა. უსაფრთხო ობიექტი კი სწორად მომზადებული გუნდით იწყება.
01 | ტექნიკური რეგულაციები
სიმაღლეზე მუშაობის, ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების, ამწე-მექანიზმებისა და მიწისქვეშა სამუშაოების უსაფრთხოების მოთხოვნების დაზუსტება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.
02 | ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია
როცა ერთ ობიექტზე რამდენიმე კომპანია მუშაობს ერთდროულად, აუცილებელია მკაფიოდ გადანაწილებული პასუხისმგებლობა, სამუშაოების სწორი თანმიმდევრობა და ურთიერთკონტროლის მექანიზმები.
03 | პრაქტიკული კვალიფიკაცია
სიმაღლეზე მუშაობა, ამწე ტექნიკის მართვა, ელექტროსამუშაოები, დახურულ სივრცეებში მუშაობა და მოქმედება საგანგებო სიტუაციებში. მაღალი რისკის სამუშაოებზე მხოლოდ თეორია საკმარისი არ არის.
ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში თეორიასა და პრაქტიკას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
გადამზადებული თანამშრომელი ნიშნავს უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დეტალებისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით.
597 18 18 21
[email protected]