2024 წლის 25 თებერვალს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ბიზნეს საქართველოს და ჩემი მასწავლებლის კოლაბორაციით ჩატარდა ტრენინგ-ვორქშოფი თემაზე “უსაფრთხო სამუშაო გარემოს გავლენა სწავლა-სწავლების ნაყოფიერებაზე”;
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს როგორც პედაგოგებმა, ისე ამ მიმართულებით დაინტერესებულმა სხვა პირებმაც;
ტრენინგ-ვორქშოფი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტს შრომის სამართლის და შრომის უსაფრთხოების რეგულირების ჭრილში, კერძოდ, ძირითად თემად არჩეულ იქნა სამუშაო გარემოში პედაგოგის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე მოქმედი საფრთხის შემცველი ფაქტორების ანალიზი;
ტრენინგ-ვორქშოფის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
For English, scroll down
On February 25, 2024, a training workshop on the topic “Influence of a Safe Working Environment on the Productivity of Teaching and Learning” was held at the National Science Library in collaboration with “Business Georgia” and “My Teacher”.
Both teachers and other interested individuals participated in the training.
The training workshop included both theoretical and practical components on the legality of labor law and labor safety, particularly focusing on care and safety in the chosen environment.
After completing the training workshop, participants were given certificates confirming their participation.





